|
2016-05-06 15:07:30, 1281 ნახვა
მსოფლიო
რუსი რედაქტორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
მოსკოვში სამართალდამცველებმა რუსი რედაქტორის, ალექსანდრე რუბცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს, - ამის შესახებ Tass იუწყება. მედიის ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 3 სხვადასხვა მუხლით არის აღძრული. შსს-ს პრეს-სამსახურის ცნობით, რედაქტორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დიმიტრი ლუდვიგია. როგორც მედია საშუალება წერს, ლუდვიგს ბრალდება მკვლელობის, ყაჩაღობის და ძარცვის მუხლით წაუყენეს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა. შეგახსენებთ, რომ სააგენტო „ახალი ამბების ნაციონალური სამსახურის“ რედაქტორი, 35 წლის ალექსანდრე რუბცოვი მოკლული საკუთარ ბინაში იპოვეს. მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ის დედამ აღმოაჩინა, რომელიც შვილს სადღესასწაულო დღეებში ეწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)