10:58 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 14:15:24, 618 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენი ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
პრემიერმა ჟურნალისტებთან მათ გმირობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არა იუნკერები, ქვეყანაში რთული სიტუაცია იქნებოდა.
„მინდა, იუნკერების წინაშე ქედი მოვიხარო. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის მაგალითი, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ. რომ არა იუნკერების გმირობა, საქართველოში დღეს ალბათ რთული სიტუაცია იქნებოდა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.  
პრემიერმა  საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა  შეაფასა და განაცხადა, რომ ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას, თუმცა, მისივე მტკიცებით,  ხელისუფლება სწორი პოლიტიკით ამ სირთულეებს გადალახავს.
„ დღეს  ჩვენი ქვეყანაც გამოწვევების წინაშე  დგას, დღეს ჩვენს წინაშეა სირთულეები და მე მჯერა, რომ ამ სირთულეებს ყველანი ერთად გადავლახავთ.  ჩვენი სწორი პოლიტიკით, თანმიმდევრობით და მიზანდასახულობით ქვეყანას გავაერთიანებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის “ხარების” სახელობის სამლოცველოში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკრების სულის  მოსახსენიებელ პანაშვიდს, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, პარლამენტის წევრები და იუნკრების შთამომავლები დაესწრნენ.  მათ იუნკრების მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics