10:57 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 12:48:19, 671 ნახვა

პოლიტიკა
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები დატოვეს

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ კომიტეტების თავმჯდომარის პოსტები დატოვეს.

ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გაკეთდა.

კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტები თავისი სურვილით დატოვეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ,  ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯომარე დავით ონოფრიშვილმა.

როგორც პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, „თავისუფალი დემოკრატები“ აღარ შეუქმნიან უმრავლესობას უხერხულობას და თავად ტოვებენ თანამებობებს.

„ბოლო პერიოდში ოცნების მიერ მიღებულ მცირერიცხვოვან გადაწყვეტილებათაგან, ერთ-ერთი  სწორედ ზურაბ აბაშიძის ვიცე სპიკერობის თანამდებობიდან გადაყენება აღმოჩნდა. ამასთანავე, როგორც აღმასრულებელი, ისევე საკანონმდებლო ხელისუფლების  ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან, ბოლო პერიოდში გაკეთებული უაღრესად საგანგაშო  განცხადებები, გვიქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლება ამოფარებული ომახიან დეკლარაციებს ხალხის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ურყეობის შესახებ, მიზანმიმართულად ახორციელებს რუსეთის მისამართით კაპიტულანტური შინაარსის გზავნილების გაჟღერებას. სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს არ არის მხოლოდ განცხადებები და მათ მოკლე დროში ქვეყნისთვის საზიანო შედეგები მოჰყვება“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics