|
2016-05-05 12:25:28, 1145 ნახვა
ეკონომიკა
„ზედაზენის“ საწარმოში დღეიდან Royal Crown Cola-ს ჩამოსხმა დაიწყება
კომპანია „ზედაზენის“ საწარმოში დღეიდან Royal Crown Cola-ს ჩამოსხმა დაიწყება. საზეიმო ცერემონიალს Royal Crown Cola-ს ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის ვიცე-პრეიზიდენტი მოში კოჰენი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან. ლეგენდარული ამერიკული სასმელი RC Cola საქართველოშია! ამერიკული წარმატების 111 წლიანი ისტორია ლუდსახარშ „ზედაზენში“ გრძელდება. ,,ეს არის სასმელი, რომელიც თავისუფლად მოაზროვნე ადამიანებს მსოფლიოს გარშემო აერთიანებს. ჩვენ ვართ წარმოება, რომელიც მსოფლიოს უდიდეს ბრენდებს და წარმოებებს ერთ დიდ, ზედაზენის ოჯახში გააერთიანებს“, - აცხადებს ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე. მისივე თქმით, სასმელი რომელიც საუკუნეზე მეტია, ამერიკული პოპულარული კულტურის გამორჩეული ნაწილია, საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება. RC Cola-ს წარმოება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატში, 1905 წლიდან დაიწყო. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ეროვნულ სასმელად ჩამოყალიბება. „აზროვნების ინდივიდუალობა, უცვლელი გემო და თავისუფლება - სწორედ ეს თვისებები გამოარჩევს RC Cola-ს სხვა გამაგრილებელი სასმელებისგან“, - აცხადებენ კომპანიაში.
(R)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)