|
2016-05-05 11:57:03, 813 ნახვა
სამართალი
ეკა გიგაური: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალიან დიდი ძალაუფლებაა კონცენტრირებული
ჩვენ ვფიქრობთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ძალიან დიდი ძალაუფლებაა კონცენტრირებული, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გიგაურმა აღნიშნა, მისი ორგანიზაცია კოალიციასთან „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ერთად განიხილავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის კონკრეტული უფლებამოსულებების მოცილებას, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება, მოსამართლეების დანიშნა-დაწინაურებას. "ჩვენ დღეს ზუსტად იმისთვის ვიკრიბებით, რომ მათი პოზიციები გავიგოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი ძალაუფლებაა კონცენტრირებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ცხადია ეს არის მიუღებელი. ჩვენი ორგანიზაცია კოალიციასთან ერთად განიხილავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის კონკრეტული უფლებამოსილებების მოცილებას. განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება, მოსამართლეთა დანიშნვა-დაწინაურებას. ვხედავთ, რომ ის კანონმდებლომა, რომელიც არსებობს და ის წესები, რაც არსებობს, არის მიუღებელი. ჩვენ იმ მოცემულობის წინაშე ვდგავართ, როდესაც სასამართლო სისტემაში რჩებიან ისეთი მოსამართლეები, რომლებმაც არ შეიძლება აღასრულონ მართლმსაჯულება. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ნამდვილი რეფორმა საჭიროებს ამ სახით", - განაცხადა ეკა გიგაურმა. ცნობისთვის, "საქართველოს განვითარების ფონდი" ამ წუთებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილოებების პაკეტს წარუდგენს. შემუშავებული კანონპროექტები სასამართლო კორპუსის დაკომპლექტების რეგულაციების გამოსწორებას გულისხმობს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)