07:07 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 10:40:34, 552 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე უკრაინელ კოლეგას შეხვდა

პრაღაში, ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პავლო კლიმკინს სეხვდა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველო-უკრაინის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს .

განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და უკრაინის ევროპული ინტეგრაციის პროცესს დაეთმო. აღინიშნა ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმების კუთხით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა.

უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ეკონომიკური თვალსაზრისით გახსნილ ახალ შესაძლებლობებს და აღნიშნეს, რომ ევროკავშირთან შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიცირება.
შეხვედრაზე საუბარი, ასევე შეეხო რეგიონალურ საფრთხეებსა და გამოწვევებს.

მიხეილ ჯანელიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მიხეილ ჯანელიძე და პავლო კლიმკინი შეთანხმდნენ განაგრძონ რეგულარული შეხვედრები და აზრთა ურთიერთგაცვლა ორივე ქვეყნის საერთო, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics