|
2016-05-04 16:57:16, 1294 ნახვა
მსოფლიო
ალეპოში განვითარებულ მოვლენებს, ბოლო 24 საათში ათობით ადამიანი ემსხვერპლა
ქალაქ ალეპოში განვითარებულ მოვლენებს ბოლო 24 საათის განმავლობაში ათობით ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC ადამიანის უფლებების დაცვის ორგანიზაციებზე დაყრდნობით იუწყება. აქტივისტების თქმით, ბოლო 1 წლის განმავლობაში ქალაქ ალეპოში ყველაზე მძიმე მდგომარეობა ფიქსირდება. მათივე ინფორმაციით, 2 კვირის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. Reuters-ის ინფორმაციით, შეტაკების შედეგად 40 სირიელი სამხედრო და 10 მეამბოხეა გარდაცვლილი. შეგახსენებთ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო სირიის ქალაქ ალეპოში ვითარების ესკალაციის გამო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს. შეხვედრის გამართვის ინიციატორები საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იყვნენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სირიაში 27 თებერვალს გამოცხადდა, თუმცა გასულ კვირას ალეპოში ვითარება გამწვავდა. 3 მაისს სერგეი ლავროვმა გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან სტეფან დე მისტურასთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა, რომ ალეპოში საბრძოლო მოქმედებების შეწვეტა უახლოეს საათებში მოხერხდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)