|
2016-05-04 16:40:00, 1270 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც მიგრანტების მიღებაზე უარს იტყვიან ჯარიმა დაეკისრებათ
ევროკომისიის ინიციატივით, ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც მიგრანტების მიღებაზე უარს იტყვიან, ჯარიმა დაეკისრებათ, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფომრაციით, ევროკომისია გამოდის წინადადებით, რომ თითოეული მიგრანტისთვის, რომლის მიღებაზეც ქვეყანა უარს იტყვის, 250 ათასი ევროს (290 ათასი დოლარი) ოდენობის ჯარიმა დაწესდეს. ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული თანხით შესაძლებელი იქნება ევროკავშირის იმ ქვეყნების დახმარება, რომლებიც მძიმე ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. ევროკომისიის ინიციატივის განსახორციელებლად ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ევროპარლამენტის მხარდაჭერა არის საჭირო. მათივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება მიგრაციულ საკითხთან მიმართებაში სიტუაციას დაარეგულირებს. ევროკომიის ინფორმაციით, მიგრანტებმა ასევე უნდა შეასრულონ ყველა მოთხოვნა კანონის ფარგლებში და თავშესაფარი იმ ქვეყანაში ჩასვლისთანავე მოითხოვონ, რომელშიც აპირებენ ცხოვრებას.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)