|
2016-05-04 16:08:44, 1266 ნახვა
მსოფლიო
ბრიდლავი: აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა შეიარაღებული ძალები განავითარა
ევროპაში ნატო-ს ძალების მთავარსარდლის, გენერალ ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა შეიარაღებული ძალები განავითარა, - ამის შესახებ ბრიდლავმა The Wall Street Journal-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების განვითარება განსაკუთრებით უკრაინის კონფლიქტის დროს გამოჩნდა. “რუსეთმა დაამტკიცა, რომ განვითარებადი და ადაპტირებადი შეიარაღებული ძალები ჰყავს. მათ საქართველოში საკუთარი თავი საკმაოდ ცუდად წარმოაჩინეს. პატარა ქვეყანამ ისინი საკმაოდ რთულ დღეში ჩააგდო, როდესაც საქართველოში შეიჭრნენ. ვფიქრობ, ყირიმში მათი შესვლისას ჩვენ დავინახეთ, რომ მათ საქართველოში აღმოჩენილი ნაკლოვანებების გამოსწორების გრძელი გზა განვლეს. ვფიქრობ, რომ “სიურპრიზი” გადაჭარბებული ნათქვამი იქნება, თუმცა აშკარა იყო, რომ საქართველოდან ყირიმამდე რუსეთმა საკუთარი შეიარაღებული ძალები რადიკალურად გააუმჯობესა, მათ ისწავლეს და ადაპტირება გაიარეს და კიდევ უფრო უკეთესები გახდნენ, როდესაც დონბასში შევიდნენ”, - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)