|
2016-05-04 14:35:47, 1255 ნახვა
მსოფლიო
კანადაში ხანძრის გამო 80 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს
კანადაში, კერძოდ კი ალბერტას პროვინციაში მდებარე ქალაქ ფორტ მაკ-მარეიდან ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. აღსანიშნავია, რომ ქალაქის მოსახლეობას 80 ათასი ადამიანი შეადგენს. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ქალაქის დატოვების მითითება მას შემდეგ მიიღეს, რაც ფორტ მაკ-მარეიში ხანძრის გამო რამდენიმე ავტოგასამართი სადგური აფეთქდა. როგორც ადგილობრივმა მთავრობამ განაცხადა, ქალაქში რამდენიმე შენობა დაიწვა. მოსახლეობის ევაკუაცია გართულებულია იმით, რომ ქალაქიდან გასასვლელი ერთადერთი ავტომაგისტრალის გარშემო ხანძარი მძვინვარებს. მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ძლიერი ქარის გამო ძალიან სწრაფად გავრცელდა. ხანძრის ჩაქრობას მეხანძრეები სპეციალური ტექნიკისა და ვერტმფრენების გამოყენებით ცდილობენ. გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. დამწვარი ტერიტორიის ფართობი 3 ათას ჰექტარს აღწევს. ცნობისთვის, ქალაქი ფორტ მაკ-მაკეი ნავთობის უმსხვილესი საბადოების მახლობლად მდებარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)