07:06 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 13:42:41, 556 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სიტყვები - „ვემსახურები საქართველოს!“ ჯარისკაცისთვის უფრო საამაყო გახდეს

საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეიარაღებული ძალების სრულ შემადგენლობას დღევანდელ დღეს ულოცავს:

"25 წლის წინ შეიარაღებული ძალების შექმნით საქართველომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზაზე. დღეს ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქართული ჯარი ყველა პარამეტრით პასუხობდეს მაღალ თანამედროვე სტანდარტებს. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ მიზნის განხორციელებისთვის ჩვენ გვაქვს უმთავრესი საფუძველი - ეს არის ჩვენი ჯარისკაცების მხედრული სული. ჩვენ გვყავს ისეთი ჯარისკაცები, როგორითაც ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა. ეს ჩვენი სიმდიდრეა. ამას მოწმობს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობაც.

გპირდებით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რათა ქართულ ჯარში სამსახური გახდეს უფრო და უფრო პრესტიჟული და სიტყვები - „ვემსახურები საქართველოს!" - გახდეს კიდევ უფრო საამაყო ქართველი ჯარისკაცისთვის", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics