|
2015-02-23 10:55:38, 1629 ნახვა
ეკონომიკა
ხადურის მტკიცებით, მთავრობა მუშაობს, რომ ლარის გაუფასურებამ ფასების ზრდა არ გამოიწვიოს
„ეროვნულ ბანკთან ვმუშაობთ, რომ მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა თანხვედრაში იყოს“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე მტკიცებით, მთავრობა მუშაობს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ დოლართან მიმართებაში ფასევბის ზრდა არ გამოიწვიოს. „ეროვნულ ბანკთან ჩვენ სინქრონულად ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ერთობლივი მონეტალური და ფისკალური პოლიტიკა იყოს თანხვედრაში და არ დავუშვათ ის რომ ეს პროცესი ფასების ზრდაში გადაიზარდოს“, – აღნიშნა ხადურმა. მან საზოგადოებას შეახსენა, რომ აზერბაიჯანში ეროვნული ვალუტა ერთი დღე ღამის განმავლობაში 33,5 %–ით გაუფასურდა. „ყველა მეზობელ ქვეყანაში ვალუტა გაუფასურებულია, შეგახსენებთ ჩვენმა ერთ–ერთმა სავაჭრო პარტნიორმა აზერბაიჯანმა ერთი დღე ღამის განმავლობაში საკუთარი ვალუტა 33,5%–ით გააუფასურა“, – განაცხადა ხადურმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)