20:59 - 17 Aug, 2026
|
2016-05-03 11:21:39, 1281 ნახვა
მსოფლიო
ეშ კარტერი: პოლონეთსა და ბალტიისპირეთში სამხედროების განლაგება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ძალისხმევაა
ნატო პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ათასობით სამხედროს გაგზავნის გეგმაზე მსჯელობს, - ამის შესახებ Washington Post-ი აშშ-ის თავდაცვის მინისტრზე ეშ კარტერზე დაყრდნობით იუწყება. როგორც კარტერმა აღნიშნა, ეს იქნება რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავებისკენ მიმართული ძალისხმევა. მედიასაშუალების ინფორმაციით, საუბარია 4 000 სამხედროსგან შემდგარ 4 ბატალონზე, აქედან 2 აშშ-დან, დანარჩენი კი დიდ ბრიტანეთსა და გერმანიიდან იქნება გაგზავნილი. კარტერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნის სამხედროები განლაგდებიან აღმოსავლეთ ევროპაში, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ალიანსი სავარაუდოდ, ვარშავის სამიტზე მიიღებს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)