|
2016-05-02 11:11:34, 791 ნახვა
სამხედრო
დაშავებული ქართველი მებრძოლები „ძლიერთა თამაშებში“ იასპარეზებენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ და ბრიტანეთის სამხედრო ატაშემ ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესმა 14 ქართველი მებრძოლი ამერიკის შეერთებულ შტატებში გააცილეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებსა და საერთაშორისო ოპერაციებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში, გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games 2016) მიიღებენ მონაწილეობას. „დაჭრილი სამხედროები მიემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში „ძლიერთა თამაშებზე“. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ბიჭები ამ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობენ. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ოთხთვიანი შრომა და ვარჯიში, რომელიც თამაშების დაწყებამდე მათ გაიარეს, შედეგიანი იქნება და ისინი გამარჯვებულები დაგვიბრუნდებიან. თავისთავად, ამ თამაშებში მონაწილეობა ძალიან ბევრი მიზეზით არის მნიშვნელოვანი. თვალხილული უნდა იყოს ყველასთვის - ყველა გუნდისთვის, მათი გულშემატკივრებისთვის, იმ საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ვინც ამ ღონისძიებებს სპონსორობას უწევს, ასევე, სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, ვინც თამაშებს ესწრებიან, რომ ჩვენი სამხედროები არა მხოლოდ ავღანეთსა და ბრძოლის ველზე, არამედ, სპორტულ შეჯიბრებებშიც თანასწორნი არიან... ეს არის სპორტული ღონისძიება, რომელსაც ძალიან ბევრი სხვადასხვა მიზანი და ამოცანა აქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბიჭები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ბესარიონ ღუდუშაური, რომან აბაშიძე, ტრისტან ჩიტიძე, დავით დავლაშერიძე, ოთარ დოიჯაშვილი, ენვერ გიგლემიანი, პაატა ჯიბუტი, ხვიჩა ყალიჩავა, თეიმურაზ ლიპარტელიანი, მანუჩარ ნაყიშაშვილი, ტარიელ თევზაძე, გულადი თოდუა, გიგა ზივზივაძე და გიორგი ბოჭორიშვილი სპორტის სხვადასხვა სახეოებებში იასპარეზებენ. ესენია: მჯდომარე ფრენბურთი, მძლეოსნობა, სირბილი, მშვილდოსნობა და ნიჩბოსნობა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ჯგუფის ხელმძღვანელი, თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი პაატა პატიაშვილი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ატაშე აშშ-ში, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი, სამხედრო ატაშეს მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ლევან კურცხალია, მინისტრის მრჩეველი ექიმი შერი მიშელი, გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის რეაბილიტაციის კონტროლისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა მიქაბაძე, გუნდის სპორტული ხელმძღვანელი მასტერ სერჟანტი ალექსი ტაბატაძე, მჯდომარე ფრენბურთის გუნდის ბრიტანელი მწვრთნელი რიჩარდ ოსბორნი. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მიღება მაღალი რანგის სტუმრებისა და სხვა ქვეყნების მონაწილეებისათვის საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის სახელით, ასევე დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსის პაატა პატიაშვილის სიტყვით გამოსვლა ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სიმპოზიუმზე.
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
დაესწარი BOG-ის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)