20:59 - 17 Aug, 2026
|
2016-04-30 14:11:06, 1225 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში ულტრამემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის შეტაკება მოხდა
გერმანიის ქალაქ შტუტგარტში შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედიის ცნობით, ასობით მემარცხენე დემონსტრანტმა ულტრამემარჯვენე პარტიის შეხვედრის ბლოკირება სცადა. პოლიციამ მათ შესაჩერებლად წიწაკის აეროზოლი გამოიყენა. არსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ადგილზე დაახლოებით 1000 სამართალდამცველია მობილიზებული. ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრებმა დღევანდელი შეხვედრისას ღიად განაცხადეს, რომ ისინი ანტიისლამური მოძრაობის წევრები არიან და რომ მათ გერმანიაში მუსლიმანური თავსაბურავის „ბურქას“ აკრძალვა სურთ. სამართალდამცველები დაკავებულების ზუსტ რაოდენობას არ ასახელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)