|
2015-02-23 10:05:15, 1191 ნახვა
სამართალი
შსს-მ გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მეორე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბაჩანა ტ. გამოძალვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბაჩანა ტ-მ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოგონილი სახელით შექმნა გვერდი, რომლის მეშვეობითაც დაუკავშირდა ამავე სოციალური ქსელის მომხმარებელ ორ არასრულწლოვან გოგონას, როგორც ერთ-ერთი სამოდელო სტუდიის მენეჯერი და შესთავაზა „ონლაინ კონკურსში“ მონაწილეობის მისაღებად მისთვის ფოტოსურათები გადაეგზავნათ. ბრალდებული დაჰპირდა გოგონებს, რომ შერჩევის შემთხვევაში, გარკვეული თანხის ანაზღაურების პირობით, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას მიაღებინებდა. გოგონებმა მას საცურაო კოსტიუმში გადაღებული პირადი ფოტოები გაუგზავნეს, რის შემდეგაც ბრალდებულმა მათ 100-100 ლარის გადაცემა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში - ფოტოების გასაჯაროვებით დაემუქრა. ერთ-ერთმა დაზარალებულმა ბაჩანა ტ-ს 50 ლარი, ხოლო მეორემ 70 ლარი და „ქენონი“-ს ფირმის ფოტოაპარატი გადასცა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას - დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულის ნაწილი, ხოლო საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას - მისი პირადი კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)