|
2016-04-30 08:34:08, 967 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, JPMorgan Chase–ის სათავო ოფისს ეწვია და ბანკის პრეზიდენტს, ჯეიმს დაიმონთს შეხვდა როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯეიმს დაიმონს საქართველოს დიდი ნდობისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ვიზიტის განმავლობაში ბიზნესწრეებთან შეხვედრების ორგანიზებისთვის. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა J.P. Morgan Chase-ის უდიდესი გამოცდილება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სფეროში და გამოთქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი. JPMorgan Chase–ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალს. საუბრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ ძალისხმევაზე, რომელიც საქართველოში დამატებითი კაპიტალის მოზიდვას მოემსახურება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)