23:31 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 16:50:09, 582 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.

სააგენტოს ინფორმაციით, 53 მსმენელს „სახელმწიფო შესყიდვების კურსის“ გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი  გადაეცა.

სწავლება 18 აპრილს დაიწყო და 28 აპრილს დასრულდა. ტრენინგები განკუთვნილი იყო საქართველოს მუნიციპალიტეტების ორგანოების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ააიპ-ების, შპს-ების და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის დირექტორის თენგიზ თოფურიძის თქმით, 2016 წლის ბოლომდე გადამზადებას გაივლის რვაასზე მეტი შესყიდვების სპეციალისტი, როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან.  დღეისათვის, უკვე გადამზადებულია ათასზე მეტი სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დასაქმებული სპეციალისტი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, იგეგმება ტრენინგები მიმწოდებლებისათვის და სამუშაო შეხვედრები რეგიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან.

სწავლებას უძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.

მსმენელთათვის სწავლება უფასოა, ტრენინგები დაფინანსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics