22:00 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 15:30:51, 635 ნახვა

საზოგადოება
მე-6 და მე-9 კლასელთა ტესტირებაში მონაწილეობის მსურველი სკოლების რეგისტრაცია 3 მაისიდან დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სკოლებს  სთავაზობს პროექტში ჩართვას, რომლის მიზანიც დაწყებითი და საბაზო საფეხურის  მოსწავლეთა (მე-6 კლასი, მე-9 კლასი) მიღწევების შეფასება და სასწავლო პროცესის მხარდაჭერაა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, მოსწავლეთა შეფასების საფუძველზე სკოლებს მიეწოდებათ ინფორმაცია კონკრეტული მოსწავლისა და სკოლის  მიღწევების შესახებ. 

„შეფასების შედეგები იმგვარად იქნება წარმოდგენილი, რომ  ის ეფექტურად  შეიძლება იქნეს გამოყენებული მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების  ღონისძიებების დასაგეგმად.

პროექტში სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია და კონკრეტული სკოლის შედეგები ხელმისაწვდომია მხოლოდ ტესტირებაში მონაწილე სკოლისათვის.

რეგისტრაციის პროცესი 16  მაისს დასრულდება.  ტესტირება  კი  კომპიუტერულად   2-დან  9 ივნისამდე  ჩატარდება შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, ქართული - როგორც მეორე ენა,  მათემატიკა, ინგლისური ენა. მე-9 კლასის  მოსწავლეებისათვის კი დამატებით გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და ხელოვნებაში“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics