|
2016-04-25 16:02:42, 819 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა ფსიქოტროპული მედიკამენტის უკანონო შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სხვადასხვა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის, LIRICA-ს, უკანონო შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს. "კერძოდ, 20 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა სომხეთის მოქალაქე ს.ა.-ს, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, 448 აბი Lyrica აღმოუჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებას. 168 კაფსულა LIRICA აღმოაჩნდა 21 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ აზერბაიჯანის მოქალაქე პ.ვ.-ს. მის საქმეს საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს ჩაისუბნის პოლიციის განყოფილება შეისწავლის. ამავე მედიკამენტის უკანონო შემოტანას შეეცადა 22 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ გავლით, საბერძნეთის მოქალაქე ი.მ., რომლის კუთვნილ ხელბარგში, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 39 აბი არადეკლარირებული ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ყაზბეგის კრიმინალურ პოლიციას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)