|
2016-04-23 17:20:24, 1057 ნახვა
ეკონომიკა
საუდის არაბეთში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
საუდის არაბეთის დედაქალაქ რაიდში გამოფენა "Riyadh International Travel Fair 2016" გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩომ პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. პრეზენტაციის მიმდინარეობისას აღინიშნა, რომ გასულ წელს საქართველოს საუდის არაბეთიდან 10 000 ტურისტი, ხოლო GCC-ს სხვა ქვეყნებიდან (ბაჰრეინი, ომანი, კუვეიტი, კატარი, საემიროები) 40 000 ადამიანი ეწვია. არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს მოსალოდნელია აღნიშნული ქვეყნებიდან ტურისტთა ნაკადის კიდევ უფრო გაზრდა. აღსანიშნავია, რომ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 55-მა ქვეყანამ, მათ შორის საუდის არაბეთმა, საქართველომ, ასევე GCC-ს დანარჩენმა წევრმა სახელმწიფოებმა და სხვა ქვეყნებმა. პრეზენტაციის შემდგომ, საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩომ მოლაპარაკებები გამართა საუდის არაბეთის რამდენიმე წამყვან ტურისტულ კომპანიასთან. საელჩოსთან თანამშრომლობით იგეგმება საქართველოს ღირსშესანიშნაობების ამსახველი ბროშურების გამოცემა და სამოგზაურო ბუკლეტებში საქართველოს შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, სადაც განთავსდება შემოთავაზებები საქართველოში სამოგზაურო ტურების შესახებ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)