05:34 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 18:04:24, 871 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი ბანკის ინიციატივით, პირველად საქართველოში ფინანსური განათლების შესახებ მასშტაბური კვლევა ჩატარდა

თიბისი ბანკის სათაო ოფისში,  საქართველოში ფინანსური განათლების შესახებ კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
 
თიბისი ბანკის ინიციატივით, ფინანსური განათლების შესახებ მასშტაბური კვლევა 2016 წელს, პირველად ჩატარდა საქართველოში და ის კვლევითი ორგანიზაციების TNS და ISET-ის მხარდაჭერით განხორციელდა. 
 
კვლევის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რამდენად გათვითცნობიერებულია საზოგადოება ფინანსურ საკითხებში,  როგორია მათი დამოკიდებულება პირადი ხარჯების მიმართ და რამდენად ენდობიან ისინი ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს.
 
კვლევაში  სულ 1000-მა  რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, საქართველოს 7 დიდ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, რუსთავი). მოსახლეობა  მათი ბუნებრივი გადანაწილების პროპორციის დაცვით გამოიკითხა. ინტერვიუების ჩატარება TNS-მა უზრუნველყო. კითხვარი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის, ISET-ის სპეციალისტების მიერ ADB-ს და OECD-ის მსოფლიო პრაქტიკებზე დაყრდნობით მომზადდა.
 
საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, კვლევის 4 ძირითადი საკითხი მოიცავდა შეკითხვებს შემდეგ თემებზე:  ინფლაცია, რისკების დივერსიფიკაცია, რთული პროცენტი, სარგებელი, რომლებიც ფორმულირებული იყო მარტივი ამოცანების სახით. კვლევის შედეგად დადგინდა ფინანსური განათლების სამი ინდექსი: დაბალი, საშუალო და მაღალი (პროცენტული გადანაწილება იხილეთ პრეზენტაციაში).
 
ფინანსურ განათლებაზე ზრუნვა თიბისი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მხრივ, თიბისი  ბანკმა არაერთი პროექტი განახორციელა - მათ შორის სატელევიზიო პროექტები:  „ფული და სურვილები",  „ფინანსური რჩევები", ასევე  მომზადდა  „ჩემი ფინანსების" გრაფიკული რგოლები, რომელიც სოციალური მედიის საშუალებით ვრცელდება.
 
აღნიშნული კვლევის შედეგები თიბისი ბანკს ფინანსური განათლების შესახებ სამომავლო სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება. მონაცემების გათვალისწინებით, ბანკი შეეცდება საკუთარ CSR პროექტებში მეტი აქცენტი გააკეთოს იმ თემებზე,  რაც  საზოგადოებაში ფინანსური განათლების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics