|
2016-04-22 13:43:50, 790 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლებით მოემსახურება
„საქართველოს რკინიგზა“ მომხმარებელს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. 2016 წლის ზაფხული-შემოდგომის სეზონიდან მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპული სტანდარტის Stadler Kiss მოდელის მატარებლით იმგზავრონ, რომლის ანალოგით დღეს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მგზავრობენ. ორსართულიანი, შვეიცარული კომპანიის Stadler Bussnang AG-ს ელექტრომატარებლები შავი ზღვის მიმართულებით განახორციელებენ მგზავრების კომფორტულ გადაყვანას. ოთხი ახალი მატარებელი საჭირო ყველა თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებთან. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე. ორსართულიანი მატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით იმოძრავებს შეჩერების გარეშე და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში გაჩერება, ესენია: ბათუმი, ქობულეთი და ურეკი. ახალი მატარებლები ზღვისპირა რეგიონში მგზავრობას ტურისტებისთვის და ადგილობრივი მგზავრებისთვის უფრო მეტად კომფორტულს გახდის, რაც ტურიზმის განვითარებას შეიწყობს ხელს. Stadler Kiss მოდელის ელექტრომატარებლებით მგზავრების გადაყვანა თამადად შეიძლება ითქვას ახალი ეტაპი და წინ გადადგმული ნაბიჯია „საქართველოს რკინიგზის“ მომსახურების განვითარების სფეროში. „საქართველოს რკინიგზა“ გისურვებთ სასიამოვნო და კომფორტულ მგზავრობას.
(R)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)