|
2016-04-22 13:00:07, 771 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი კახეთში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
კახეთის რეგიონში მეღვინეობისა და ტურიზმის განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც სამთავრობო უწყებების გარდა, კახეთში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლებიც შევლენ, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ბიზნესმენებმა მოისმინეს ტურზიმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პრეზენტაცია რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. „კახეთის რეგიონში მეღვინეობისა და ტურიზმის განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც სამთავრობო უწყებების გარდა, კახეთში მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლებიც შევლენ. აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებთან. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის არსებულ ვითარებას და მოამზადებს რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება უფრო მეტად შეეწყოს ხელი ტურიზმისა და მეღვინეობის განვითარებას კახეთის რეგიონში. შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა მოისმინეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის პრეზენტაცია კახეთში განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, თანამშრომლობა სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის მნიშვნელოვანია. მან ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიცირებულ ოთხპუნქტიან გეგმაზე, რომელშიც რეგიონულ განვითარებას ერთერთი ცენტრალური ადგილი უკავია. ვიცე-პრემიერის განცხადებით, კახეთში მეღვინეობა და ტურიზმის ბიზნესის განვითარება ერთმანეთთანაა დაკავშირებული. „პრინციპულადაა მნიშვნელოვანი, კახეთში მეტი ვიზიტორი გვყავდეს, რათა მათ ჩვენ ადგილზე შევთავაზოთ ღვინო და ღვინის ტურიზმი განვავითაროთ,“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განცხადებით, სამუშაო ჯგუფი შეისწავლის, თუ რა დაბრკოლება არსებობს კახეთში ღვინის ტურიზმის უფრო მეტად განვითარების მიზნით, რომელთა გამოსწორების შემდეგაც კახეთში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. შეხვედრის დასასრულს, გაიმართა დისკუსია, რომელზეც გადაწყდა, რომ მომდევნო ანალოგიური შეკრება რამდენიმე კვირაში გაიმართება, რომლის დროსაც კონკრეტულ მიმართულებებზე იქნება საუბარი. შეხვედრას ბიზნესის წარმომადგენლების გარდა, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ასევე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ.
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)