|
2016-04-22 11:12:38, 1223 ნახვა
მსოფლიო
ევროსაბჭოს ასამბლეა წევრ ქვეყნებს ე.წ. სავჩენკოს სიის დამტკიცებისკენ მოუწოდებს
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წევრ ქვეყნებს ე.წ. სავჩენკოს სასანქციო სიის დამტკიცებისკენ მოუწოდა, - აღნიშნული განცხადება ორგანიზაციამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპარლამენტო ასამბლეა ნადეჟდა სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სავიზო და ფინანსური სანქციები იმ პირებს შეეხება, ვინც უკრაინელი პილოტის გატაცებაში, უკანონო დაპატიმრებასა და გასამართლებაში მიიღო მონაწილეობა. საპარლამენტო ასამბლეა ასევე აღმოსავლეთ უკრაინის პრორუსულ სეპარატისტულ დაჯგუფებებს მოუწოდებს, მძევლები გაათავისუფლონ და ადამიანის უფლებების დარღვევა შეწყვიტონ. „ასამბლეა გმობს უკანონო დაპატიმრებებს, დაკავებებსა და ასევე სავჩენკოს საქმის სასამართლო განხილვას რუსეთში და მოუწოდებს მის დაუყონებლივ გათავისუფლებისკენ“, - ნათქვამია რეზოლუციაში. საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს უკრაინას, უმოკლეს ვადაში მოახდინოს ”რომის სტატუტის” რატიფიცირება, რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაში, კონფლიქტის პერიოდში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის კონკრეტული შემთხვევები გამოიძიოს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ყალბი ბრალდებებით და საერთაშორისო სამართლის დარღვევით, 11 უკრაინელი დააპატიმრა. გარდა ამისა, ყირიმში რუსეთმა უკრაინის სულ მცირე 10 მოქალაქე დააკავა და პოლიტიკური მოტივებით წაუყენა ბრალდება. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ყველაზე აღმაშფოთებელი ნადეჟდა სავჩენკოს საქმეა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)