21:03 - 17 Aug, 2026
|
2016-04-21 16:17:18, 1340 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელის ტერაქტში ბრალდებული აეროპორტში მუშაობდა
ბრიუსელის თავდასხმების ერთ-ერთი მონაწილე ნაჯიმ ლახრაუი 5 წლის განმავლობაში უშუალოდ ტერაქტის ადგილას, აეროპორტში მუშაობდა. ბელგიური მედიის ცნობით, 2012 წლამდე ის ერთ-ერთი საშუამავლო ფირმის თანამშრომელი იყო, 2013 წელს კი სირიაში საბრძოლველად წავიდა. ცნობილია ისიც, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნაჯიმ ლახრაუი ევროპარლამენტის დასუფთავების სამსახურშიც მუშაობდა. შეგახსენებთ, რომ ტერაქტების სერია მან, ძმებ ბაქრაუებთან ერთად, ბელგიის დედაქალაქში 22 მარტს მოაწყო. ლახრაუიმ თავი ბრიუსელის ნაციონალურ აეროპორტში აიფეთქა. თავდასხმებს, სულ 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)