|
2016-04-20 11:35:55, 2356 ნახვა
Lifestyle
ინაშვილი ხელისუფლებას: გსურთ ოპოზიციის გახლეჩა, რომ ცარიელ ველზე მხოლოდ „ნაცებმა“ და „ოცნებამ“ იბზრიალოთ
„ხელისუფლებისთვის სასურველი და კომფორტული ოპოზიცია იქნება ის, ვინც დღეს შეთავაზებული სახელმწიფო დაფინანსების მიღებას დათანხმდება. მაინტერესებს, რომელი პარტიები წავლენ ამაზე. მინდა მჯეროდეს, რომ ცოტა. იდეალურ შემთხვევაში - არავინ“, - ასე ეხმაურება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი მმართველი გუნდის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც კვალიფიციურ სუბიექტად ჩაითვლება ყველა ის პარტია ვინც არჩევნებზე 2% მიიღეს. ინაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას უნდა პარტიების ნაწილი დათანხმდეს ამ „საკენკს“ და სამაგიეროდ, ხელისუფლება ილაპარაკებს, თითქოს შეცვალა საარჩევნო გარემო და გაიზიარა ოპოზიციის მოთხოვნები. „ხელისუფლებისთვის სასურველი და კომფორტული ოპოზიცია იქნება ის, ვინც დღეს შეთავაზებული სახელმწიფო დაფინანსების მიღებას დათანხმდება. მაინტერესებს, რომელი პარტიები წავლენ ამაზე. მინდა მჯეროდეს, რომ ცოტა. იდეალურ შემთხვევაში - არავინ. მძიმე ღამეა ხელისუფლებისათვის. მიდის მუშაობა არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, ვინც წინა არჩევნებზე 2%- ი და უფრო დაბალი მხარდაჭერა მიიღო, რომ პარტიების ნაწილი დათანხმდეს ამ საკენკს და სამაგიეროდ, ხელისუფლება ილაპარაკებს, თითქოს შეცვალა საარჩევნო გარემო და გაიზიარა ოპოზიციის მოთხოვნები. ეს სამარცხვინო ტყუილია! ხელისუფლებამ რამდენიმე საათის წინ, როგორც ვვარაუდობდი, უარი თქვა ყოველგვარ ძირეულ ცვლილებებზე და მყარად დაადგა სააკაშვილის გზას - არჩევნების უზურპაცია. არც სისტემა შეიცვალა და არც გარემო. მეტიც, ცესკოში 1 წევრის უფლებაც ვერ გაიმეტა ჩვენთვის, როგორც კვალიფიციური პარტიისთვის. "ქართული ოცნება" სააკაშვილის დროს მიღებულ, უსამართლო საარჩევნო კანონმდებლობასაა ჩაბღაუჭებული, რომელიც 4 წლის მანძილზე არ შეცვალა. მას არ სიამოვნებს, როცა ახსენებენ მთავარ დაპირებას - შევქმნით ჯანსაღ და თავისუფალ საარჩევნო გარემოსო... სადაა ეს გარემო? სად გაქრა ეს დაპირება? რატომ ვერ ამჟღავნებთ პოლიტიკური პლურალიზმის დამკვიდრების სულისკვეთებას? რატომ ცდილობთ არასაპარლამენტო ოპოზიციის დაჩაგვრასა და დისკრიმინაციას? განა თავის დროზე თვითონ არ იყავით შევიწროებულნი? ხოლო როცა გაიმარჯვეთ, ნუთუ უნდა დაგავიწყდეთ, როგორ მოხვედით ხელისუფლებაში? კარგით, ბატონო, სისტემა არ შეცვალეთ და 2020 წლისთვის გადაიტანეთ ეს რეფორმა. საარჩევნო კოდექსის შეცვლას რა დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა?! მაგრამ არა გაქვთ პოლიტიკური ნება. თანაც, გსურთ ოპოზიციის გახლეჩა, დაშლა და განადგურება, რომ ცარიელ ველზე მხოლოდ „ნაცებმა“ და „ოცნებამ“ იბზრიალოთ, ხოლო კოსმეტიკისთვის გყავდეთ ერთი- ორი, სრულიად გაფარჩაკებული მოთამაშე. თქვენ ღირსეულ კონკურენტებს ვერ იტანთ. ნოემბრის შიმშილობის მერე, მუდმივად გეხმიანებით,- ჩვენს მიერ პარლამენტში შემოტანილი ცვლილებების შესახებ. ყველა იმალებით. ბოლოს, თავი დაგანებეთ და ახლა საერთოდ ხელი ჩავიქნიე თქვენზე. უკვე დღეიდან მთელი ჩემი პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი საქმიანობა მიმართული იქნება იმაზე, რომ საქართველოს ყველა სოფელსა და ქალაქში ამომრჩეველს გავაგებინო, რატომ არ უნდა დაგიჭირონ მხარი. იმიტომ, რომ მორიგჯერ არ მოტყუვდნენ და კიდევ არ დავკარგოთ ჩვენი ცხოვრების 4 წელი... და ბოლოს, ქვეყანაც“, - წერს ირმა ინაშვილი facebook-ის საკუთარ გვერდზე.
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)