|
2016-04-15 14:59:37, 1826 ნახვა
რეგიონი
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია აუქციონის გამოცხადებას იწყებს
სსიპ „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად 20 აპრილიდან ელექტრონული აუქციონის გამოცხადებას იწყებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეუძლია. ბულვარის ადმინისტრაცია ასევე მზად არის განიხილოს ყველა საინტერესო ახალი შემოთავაზება თუ პროექტი, რომელიც ადმინისტრაციაში იქნება წარმოდგენილი. აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია www.eauction.ge -ზე უნდა გაიარონ. აუქციონში გამარჯვებულ მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, საკურორტო სეზონთან დაკავშირებით, ბულვარში სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ. ელექტრონული აუქციონები სხვადასხვა კატეგორიებზე გამოცხადდება, რომლებიც შემდგომში ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთავსდება: ბატი-ბუტის აპარატი (ელექტრო); სიმინდის აპარატი (ელექტრო); სუვენირების დახლი; გასართობი აპარატი; გასართობი ატრაქციონი; სასეირნო ველოსიპედი (რიგშა); სანაყინე ჯიხურები; ელექტრო მობილი; ჩამოსასხმელი ლუდის (კასრი); ნაყინის აპარატი (ჩამოსასხმელი); საბავშო გასართობი კუთხე; ყავის კუთხე; ექსტრემალური პარკი; ბამბის ნაყინი (ელექტრო); ტირი; ფოტოჯიხური; სათვალის დახლი; 5დ ატრაქციონი; სასწორი; სამასაჟო კუთხე (პლაჟზე); საინფორმაციო დახლები; ბურახის კასრი; ბატუტი; ლიტერატურული კუთხე;სეგვეი (ორბორბლიანი ელექტრო ტრანსპორტი); ტენისის, ბილიარდის მაგიდა; საპლაჟო ინფრასტრუქტურა (ბათუმი); გართობისა და კვების ობიექტი ( ბათუმი); საპლაჟო ინფრასტრუქტურა (კვარიათი); გართობისა და კვების ობიექტი (კვარიათი); საპლაჟო ინფრასტუქტურა (გონიო); გართობისა და კვების ობიექტი (გონიო); საპლაჟო ინფრასტრუქტურა (მწვანე კონცხი); გართობისა და კვების ობიექტი(მწვანე კონცხი); საპლაჟო ინფრასტრუქტურა (მახინჯაური); გართობისა და კვების ობიექტი(მახინჯაური); პლაჟების ბრენდირება; სასეირნო საბავშვო მანქანები; ქართული ღვინის კუთხე; ფლაერების დარიგება; საპრეზენტაციო დახლი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მიბრძანდით ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქ. №2 ან დაგვიკავშირდით, ტელ: 0422 27 88 08.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)