|
2016-04-15 14:04:04, 1329 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურისტულ პოტენციალს ბელარუსი ტურ სააგენტოები ეცნობიან
აჭარის ტურისტულ პოტენციალს ინფო ტურის ფარგლებში ბელარუსი ტურ სააგენტოები ეცნობიან. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მათთვის ტურიზმის დეპარტამეტში აჭარის ტრისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. მათივე ინფორმაციით, ინფო ტურის მონაწილეები აჭარაში მოქმედი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ბათუმის ღირსშესანიშანოებებს დაათვალიერებენ, რეგიონის სასტურმო პოტენციალს გაეცნობიაბ, ეწვევიან მაღალმთიან აჭარას, სადაც აჭარულ სამზარეულოსა და ღვინოს დააგემოვნებენ. გარდა ტურისტული სააგენტოებისა, ინფო ტურში იმყოფება ბელარუსში წამყვანი გაზეთის „არგუმენტი და ფაქტები“-ს ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, რომლებიც აჭარასა და ზოგადად საქართველოს შესახებ სტატიებს გამოაქვეყნებენ და ბელარუსში ფოტო გამოფენას მოაწყობენ. ინფო ტურის მონაწილეები აჭარას 17 აპრილს დატოვებენ. ბელარუსი ტურსააგენტოები ბათუმს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ესტუმრნენ. საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტისას ტურ-ოპერატორებმა თბილისი, კახეთი, მცხეთა და პრომეთეს მღვიმე დაათვალიერეს. აჭარის მიმართ ბელარუსი ტურისტული სააგენტოებისა და ვიზიტორების ინტერესი გაზრდილია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბელარუსში პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს მეოთხე წელია ახორციელებს. გასულ წელს რეგიონში შემოსული ბელარუსი ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,7 % პროცენტითაა გაზრდილი.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)