|
2016-04-15 13:23:00, 777 ნახვა
სამხედრო
თინათინ ხიდაშელი გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობას იღებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თინათინ ხიდაშელი ბრატისლავაში მე-10 საიუბილეო გლობალური უსაფრთხოების ფორუმში (GLOBSEC) იღებს მონაწილეობას. უწყების ინფორმაციით, უმაღალი დონის ფორუმზე ევროპის ქვეყნების მეთაურები, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები, ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ევროკავშირისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. საკითხები მოიცავს ნატოს ვარშავის სამიტს, აშშ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და მის გავლენას მსოფლიო პოლიტიკაზე, დასავლეთის როლს ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულ ვითარებაში, უკრაინასა და სირიაში რუსეთის ქმედებებს და საერთაშორისო წესრიგის წინაშე რუსეთის გამოწვევების წინააღმდეგ შემუშავებულ დასავლეთის სტრატეგიებს. გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზეა მიწვეული, სადაც ჩეხეთის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის დროს ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შორის რეგიონალური თავდაცვის თანამშრომლობისა და მოდერნიზაციის საკითხები განიხილება. ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თინათინ ხიდაშელის მაღალი დონის შეხვედრები - ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან, ნატოს გენერალური მდივნის თანაშეწმესთან პოლიტიკურ საკითხებში ჯეიმს აპატურაისთან, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში - ელჩ ტაკან ილდემთან, ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან როსენ პლევნელიევთან, სლოვაკელ კოლეგასთან - გენერალ-ლეიტენანტ პეტერ გაიდასთან, ასევე ბოსნია და ჰერცოგოვინას, სლოვაკეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ევროპის კომისიის გაფართოების გენერალურ დირექტორთან ქრისტიან დანიელსონთან და ასევე ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან. „იწყება უსაფრთხოების კონფერენცია ბრატისლავაში, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა ვარშავის სამიტამდე. სულ ორი ასეთი დიდი კონფერენცია იქნება კიდევ. ძალიან მნიშვნელოვანია კონფერენციაში მონაწილეობა. ასეთ ღონისძიებებზე ორმხრივი შეხვედრების უზარმაზარი შესაძლებლობა იქმნება. ჩვენ ბევრი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან გვექნება დღეს შეხვედრები, ასევე ოთხი შეხვედრა გვაქვს ნატოს, ევროკავშირის წარმომადგენლებთან. იმედი მაქვს, რომ ჩვენ საერთო საქმეში, იმ ამოცანების შესრულებაში, რომელსაც ქვეყანა ისახავს ვარშავის სამიტის წინ, ჩვენ ყველანი ერთად, ამ ფორმატების გამოყენებით მოვახერხებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გლობალური უსაფრთხეობის ფორუმის დაწყებამდე. სლოვაკეთის რესპუბლიკაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმი დღეს დაიწყო და 17 აპრილამდე გაგრძელდება. ფორუმი სლოვაკური ატლანტიკური კომისიისა და ცენტრალური ევროპული სტრატეგიის ჯგუფის ორგანიზებით იმართება.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)