|
2016-04-12 19:42:24, 1483 ნახვა
რეგიონი
„პაციენტის უფლებების კვირეული“ კახეთის რეგიონში გაგრძელდება
„პაციენტის უფლებების კვირეული“ კახეთის რეგიონში გაგრძელდება. 21 და 22 აპრილს შეხვედრები გაიმართება თელავისა და პანკისის ხეობის მოსახლეობასთან. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივები პაციენტის უფლებების შესახებ მომზადებულ პრეზენტაციას გაეცნობიან, ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ ( 2 103 003) მუშაობის შესახებ. ცხელი ხაზის მენეჯერი დაინტერესებულებს დეტალურად გააცნობს „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ ფარგლებში ხელმისაწვდომ სერვისებს, ასევე ხშირად დასმულ შეკითხვებს და მოსახლეობისთვის ყველაზე აქტულურ საკითხებს. აუდიტორიას საშუალება ექნება გაეცნოს თუ როგორ ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სერვისებით; როგორ ხდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებში ჩართვა; რა ბერკეტები არსებობს ოპერაციების და სხვადასხვა ტიპის სპეციფიური მკურნალობის დაფინანსების მოსაპოვებლად დ ა.შ. „პაციენტის უფლებების კვირეულის“ ფარგლებში, თელავის ცენტრლურ ქუჩებში მსვლელობაც იგეგმება. მოხალისეებისგან შემდგარი ჯგუფი „პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის“ მაისურებით მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს დაურიგებს. ასევე, საზოგადოებრივი თვშეყრის ადგილებში სეციალური პლაკატები განთავსდება. მსგავსი ტიპის აქტივობები სამეგრელოს რეგიონიდან დაიწყო. მარტში, პაციენტის უფლებების შესახებ საინფორაციო კამპანია სამეგრელოს რეგიონში - სენაკსა და ზუგდიდში ჩატარდა. პროექტს ახორციელებს „საქართველოს ბიოეთიკის და ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი საკითხების შემსწავლელი საზოგადოება“ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით“.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)