|
2016-04-12 12:14:18, 1203 ნახვა
მსოფლიო
"თალიბანი" ავღანეთში თავდასხმების ახალ სერიას გეგმავს
"თალიბანი" ავღანეთში თავდასხმების ახალ სერიას გეგმავს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. როგორც გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო წერს, ტერორისტული დაჯგუფება ავღანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან თავდასხმებს გეგმავს, რომელსაც თვითმკველი ტერორისტები განახორციელებენ. თავდასხმები სახელად "ოპერაცია ომარი" ამ გაზაფხულზე იგეგმება. დაჯგუფებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ავღანეთს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვია და მტავრობას თანადგომა გამოუცხადა. მედია საშუალება თალიბების განცხადებასაც ავრცელებეს. "ჩვენი, წმინდა ვალდებულებაა ისლამური სისტემა დამყარდეს და გამოვლინდეს ჩვენი დამოუკიდებლობა",- ნათქვამია თალიბების განცხადებაში. თალიბების აჯანყებამ ძალა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2014 წელს კონკრეტული ტერიტორიიდან საერთაშორისო ჯარები გაიყვანეს. მედია საშუალების ცნობით, დაჯგუფება ტაქტიკურ შეტევებს და ე.წ შაჰიდის ქამრების გამოყენებას ურბანულ ცენტრებში გეგმავს. ცნობისთვის, შარშან განხორციელებულმა მსგავსმა შეტაკებებმა 11 ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ ნატო და ავღანეთის ხელისუფლება მკაცრ ბრძოლებს ელოდებიან. შეგახსენებთ, რომ მტელს ავღანეთში გასულ წელს მძიმე მრძოლები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ჰელმენდში ათასობით ბრიტანელი და ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. ნატო-ს ანგარიშის მიხედვით, "თალიბანი" ავღანეთის მხოლოდ 6% აკონტროლებს, თმცა ქვეყნის მესამედი რისკის წინაშეა. აღსანიშნავია, რომ ავღანეთის ხელისუფლება მხოლოდ 70 % აკონტროლებს.
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)