|
2016-04-11 16:24:16, 533 ნახვა
საზოგადოება
აჭარის სტენდმა მინსკის გამოფენაზე სპეციალური ჯილდო მიიღო
აჭარის სტენდმა ბელარუსის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Leisure 2016 ინდივიდუალური სტილისა და პრეზენტაციის მაღალი ხარისხისთვის სპეციალური ჯილდო მიიღო. აღსაღნიშნავია, რომ გამოფენაზე რეგიონის სტენდი განსაკუთრებული ხალმრავლობით გამოირჩეოდა. აჭარის სტენდი გამოფენაზე მოინახულა საქართველოს ელჩმა ბელარუსში დავით კოტარიამაც, რომელმაც აჭარის სტენდს განსაკუთრებულად საინტერესო და ტურისტებისთვის მიმზიდველი უწოდა. წელს, პირველად ქართულ ტრადიციულ სტილში მოწყობილ აჭარის საგამოფენო სტენდთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ ქართული, ხალხური სიმღერები მოესმინათ და ტრადიციული კერძები დაეგემოვნებინათ, ასევე მონაწილეობა მიეღოთ აჭარული ხაჭაპურის დამზადების კულინარიულ მასტერკლასში. გამოფენის მსვლელობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ხელვაჩაურის ფოლკლორული ანსამბლ „ათძალი“-ს მიერ შესრულებული ქართული, ხალხური სიმღერები იპყრობდა. „სასიხარულოა, რომ გამოფენის განმავლობაში არ წყდებოდა ვიზიტორთა ნაკადი ჩვენს სტენდთან. ისინი მოხიბლულები იყვნენ ჩვენი ფოლკლორითა და სამზარეულოთი. სპეციალური ჯილდოც, რომელიც გამოფენის ორგანიზატორებისგან მივიღეთ მეტყველებს იმაზე, რომ გამოფენაზე რეგიონი ღირსეულად წარვადგინეთ ჩვენი არამატერიაური კულტურითა და ტურისტული პოტენციალით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გამოფენის ვიზიტორთა უმრავლესობა მიმდინარე წელს არჩეევანს აჭარაზე შეაჩერებს, რათა უკვე ჩვენს სამშობლოში მიიღონ ის დადებითი ემოციები, რაც გამოფენაზე ვაჩუქეთ მათ“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა. აჭარის ტურიზმის დეპარტარტამენტის ვიზიტი მინკში რეგიონის ტურისტული პოტენციალის მიზნით წარმატებით დასრულდა. დეპარტამენტის წარმომადგენლები ბელარუსში 5-9 აპრილის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დეპარტამენტთან ერთად გამოფენაზე რეგიონს პოპულარიზაციას ტურისტული კომპანიები „აჭარა ტური“ და „ქეფითალ ჯორჯია თრეველი“ და „მიმინო თრეველი“ უწევდნენ. ბელორუსია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისთვის უმნიშვნელოვანეს ტურისტული ბაზარს წარმოადგენს, სადაც ტურისტების მოზიდვის მიზნით პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები მეოთხე წელია ხორციელდება. 2016 წლის სეზონისთვის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტემანტმა უკვე დაწყო პიარ-აქტივობები ბელარუსში, რაც როგორც გარე და ონლაინ რეკლამას, ასევე პრესს და ინფო ტურების ორგანიზებას და აჭარის შესახებ სპეციალური გადაცემების მომზადებას ითვალისწინებს.
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)