|
2016-04-11 15:17:49, 1513 ნახვა
რეგიონი
ბათუმში შინდისის გმირების სახელობის სკვერი გაიხსნა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა ლერმონტოვის ქუჩის ბოლოს ახალი სკვერი გახსნეს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სკვერს, რომლის მშენებლობაც ახლახანს დასრულდა, შინდისის გმირების სახელი მიენიჭა. ევროსტანდარტების შესაბამისად მოწყობილი პარკი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული. აქვეა განთავსებული 150 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, ადაპტირებული ატრაქციონები და პანდუსებიანი საპირფარეშო. ტერიტორიაზე მოწყობილია სადრენაჟო სისტემა, დაგებულია ფილები და ბორდიურები. ასევე დამონტაჟებულია გარე განათება და მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები. ჯამში 7 ათასი კვ მეტრი ტერიტორია გამწვანდება. პარკში უკვე განთავსდა 90 საბაღე სკამი და მოეწყო სასმელი წყლის ფანტანები. პარკის მშენებლობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ 902 ათასი ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,მონოლითი 2005" ასრულებდა. აღნიშნული სკვერი უკვე მეოთხეა ბათუმში, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოეწყო. გასულ წელს 3 სკვერი მოეწყო ჯავახიშვილის, ფრიდონ ხალვაშისა და ბესიკის ქუჩებზე.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)