|
2016-04-09 15:59:31, 846 ნახვა
სამართალი
შეიარაღებულმა პირებმა სოფელ კირბალიდან 43 წლის მამაკაცი გაიტაცეს
ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრედ მდებარე სოფელ კირბალის განაპირას შეიარაღებულმა ფორმირებებმა 43 წლის ეროსი თაყაძე დააკავეს. თაყაძის დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც იგი სოფლის განაპირას მსხილფეხა პირუტყვს მწყემსავდა. კირბალი ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელია. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი. დაკავებულის დედის განცხადებით, ეროს თაყაძეს პირობითი საზღვარი არ გადაუკვეთავს და გატაცების მომენტისთვის, იგი ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, ეროს თაყაძე უკვე მეორედ იმყოფება პატიმრობაში ანალოგიური ბრალდებით. 2012 წელს მან ცხივნალის მოლიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორიდან 10-დღიანი შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, გამგებელი დავით ონიაშვილი გატაცებული ეროს თაყაძის ოჯახში იმყოფებოდა. ონიაშვილი დაკავებულის დედას ესაუბრა და დაპირდა, რომ მისი შვილის უმოკლეს დროში გასათავისუფლებლად სახელმწიფო უწყებები ყველა არსებულ ბერკეტს გამოიყენებენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)