|
2015-01-07 21:31:22, 5529 ნახვა
ეკონომიკა
კალაძე უარყოფს, რომ სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას რუსეთი დააფინანსებს
ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის ინფორმაციით, სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში არ შესულა. - ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, ენერგეტიკის მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ ამ პროექტში რუსული ინვესტიცია ჩაიდება. რუსულმა და აფახაზურმა მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ სუფსაში ენერგეტიკული ჰაბის მშენებლობაში რუსეთი მიიღებს მონაწილოებას. sukhum-moscow.ru ამ ინიციატივაზე პროექტის ავტორის, გია ჭანტურიაზე, დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 17 მილიარდი დოლარია და ინვესტორების მოზიდვა როგორც რუსეთიდან, ისე დასავლეთიდან იგეგმება. გია ჭანტურიაზე დაყრდნობით გაზეთი წერს, რომ პროექტი ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ამერიკული კომპანიების მონაწილეობით იქნა შემუშავებული. თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ განხორციელდა. რუსული მედია კი არ გამორიცხავს, რომ ქარხნის მშენებლობა სუფსაში სექტემბერში დაიწყოს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)