19:35 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-14 15:13:44, 441 ნახვა

მსოფლიო
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი

ნატო ყოველდღიურად მზად არის და შეუძლია, 24/7 რეჟიმში უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას ჩვენი ტერიტორია და ხალხი, – ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერი ელისონ ჰარტი სოციალურ ქსელში წერს.

ნატო-ს პრესსპიკერი ეხმაურება ლატვიისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეში დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტებს.

„ნატო საჰაერო სივრცის დაცვას უზრუნველყოფს. დღეს დილით ლიეტუვაში ბაზირებული იტალიური Eurofighter-ები და ესტონეთიდან მოქმედი თურქული „ეფ 16-ები“ აფრინდნენ. ერთ-ერთმა Eurofighter-მა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო. გუშინ კი რუმინული „ეფ 16-ები“ და ესპანური „ეფ 18-ები“ აფრინდნენ მას შემდეგ, რაც უკრაინის საზღვართან, რუმინეთის საჰაერო სივრცეში დრონები შევიდნენ“, – წერს ნატო-ს პრესსპიკერი.

შეგახსენებთ, რომ ლატვიის შეიარაღებული ძალების ცნობით, მოკავშირეთა გამანადგურებლებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი წარმატებით ჩამოაგდეს





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics