|
2026-08-13 19:13:15, 556 ნახვა
ეკონომიკა
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოდან შეტანილი საწვავის მოცულობა 300 ტონას შეადგენს და არა 3 000 ტონას - ამის შესახებ BMG-ს კომპანია „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ განუცხადა. მისი თქმით, საწვავი ძირითადად გალის ავტოგასამართ სადგურებს მიეწოდა და პროდუქციის მიწოდება ბოლო დღეებში განხორციელდა. „აქ არ არის საუბარი რაღაც დიდ რაოდენობებზე. ის რაოდენობა, რაც ჩვენ მივაწოდეთ ცხრა მანქანა არის. 300 ტონამდეა მაქსიმუმ საუბარი და არა რაღაც 3000 ტონაზე“, - განაცხადა არველაძემ. მისივე განმარტებით, 3 000 ტონა საწვავის მიწოდებას გაცილებით დიდი ლოგისტიკური რესურსი დასჭირდებოდა. „3000 ტონას სჭირდება გემი. 3000 ტონა ახლა აქ, საქართველოში არ არსებობს, რომ ვინმეს თავის რეზერვში ჰქონდეს თავისუფალი, რომ ვინმემ გამოართვას“,- აღნიშნა მან. არველაძის ინფორმაციით, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე სატვირთო ავტომობილით, ენგურისა და რუხის ხიდების გავლით შევიდა. „ძირითადად მივაწოდეთ გალის ავტოგასამართ სადგურებს, მოსახლეობისთვის. თორემ იქ უკვე ჰუმანიტარული კრიზისი იქმნებოდა“, — განაცხადა „სოლიდუსის“ მფლობელმა. მისივე თქმით, საწვავის მიწოდება აფხაზეთში შექმნილ დეფიციტს უკავშირდება. არველაძის განცხადებით, მანამდე აფხაზეთის საწვავის ბაზარზე რუსული პროდუქცია დომინირებდა. „აქამდე რუსულ საწვავს ჰქონდა მთლიანად დაკავებული აფხაზეთის ბაზარი. ეს ტრანზაქცია პირველად მოხდა ამ სახის 30 წლის განმავლობაში“, — განაცხადა მან. 12 აგვისტოს ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შესვლის ფაქტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა. მისი განცხადებით, საწვავი საქართველოს მთავრობას არ შეუტანია და ეს კერძო ბიზნესის მიერ განხორციელდა. ამასთან, 11 აგვისტოთი დათარიღებული მთავრობის განკარგულებით, შპს „სოლიდუსს“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის მოქმედების ვადა სამი თვით გაუგრძელდა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)