|
2026-08-13 18:56:02, 393 ნახვა
საზოგადოება
როგორ ეხმარება მუსიკა უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
როგორ შეიძლება ბავშვმა ქართულ ენასთან კავშირი შეინარჩუნოს მაშინ, როცა ის საქართველოსგან შორს იზრდება? სწორედ ამ კითხვას პასუხობს საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტი "იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი". პროექტი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ქართული ენის ყოველდღიურ გარემოში ინტეგრირებას და სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას ემსახურება. პროექტის ფარგლებში შექმნილი იავნანას ვერსიები ქართული ენის სწავლას ბავშვისთვის ნაცნობ და ბუნებრივ გარემოს - ძილის წინ მოსმენილ მუსიკას უკავშირებს. ჩანაწერებში მარტივი სიტყვები და ფრაზები თავდაპირველად ბავშვისთვის ნაცნობ ენაზე და შემდეგ კი ქართულად ჟღერს, რაც ქართულ სიტყვებს მისთვის უკვე ნაცნობ მნიშვნელობებთან და ყოველდღიურ კონტექსტთან აკავშირებს. "იავნანა – ქართული ენის პირველი გაკვეთილი" ამ ეტაპზე ინგლისურ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე შეიქმნა. სამივე ვერსიის მოსმენა უკვე შესაძლებელია YouTube-ზე: ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებს აქტიურად უჭერს მხარს და მათთვის სამშობლოსთან, ქართულ ენასა და კულტურასთან კავშირის შენარჩუნებისთვის არაერთ შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამ ხედვას ეფუძნება პროექტი "იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი", რომელზეც ბანკთან ერთად კრეატიულმა სააგენტო "სუპერმარკეტმა" და Heima Production-მა იმუშავეს. ზოგჯერ ქართულ ენასთან კავშირი ერთი იავნანას მოსმენით იწყება
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)