|
2026-08-13 13:41:35, 474 ნახვა
პოლიტიკა
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა პანამაში ვიზიტისას განაცხადა, რომ ვაშინგტონი კუბასთან მიმართებით მოქმედების ყველა შესაძლო სცენარს განიხილავს, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებასაც. „ეს ადრეც მითქვამს და ვნახეთ, თუ რა მოხდა სხვა შემთხვევებში. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედრო ვარიანტიც“, — აღნიშნა ჰეგსეთმა. აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კუბის ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მზადყოფნა, მტკიცედ დაიცვას შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესები. ჰეგსეთის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ვერავინ შეედრება, ხოლო დასავლეთ ნახევარსფეროში უცხოური ძალების მიერ გავლენის მოპოვების მცდელობები საკმაოდ უმნიშვნელო და უშედეგო აღმოჩნდა. აშშ-ის მხრიდან რიტორიკის მკვეთრი გამწვავება უკავშირდება ვაშინგტონის მზარდ შეშფოთებას კუნძულზე ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო თუ სადაზვერვო ყოფნის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად ცდილობს დასავლეთ ნახევარსფეროდან მოწინააღმდეგე სახელმწიფოთა გავლენების განდევნას და ჰავანის კომუნისტურ მთავრობაზე მაქსიმალური წნეხის განხორციელებას, რათა აღკვეთოს ამერიკის საზღვრებთან უცხოური სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)