|
2026-08-12 16:51:28, 432 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა
აშშ-ს კოლუმბიის ოლქის სასამართლომ ტანკერ Marinera-ს (ყოფილი Bella-1) 47 წლის ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს, 10-თვიანი პატიმრობა და სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყნიდან დეპორტაცია მიუსაჯა. როგორც ოლქის პროკურატურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, 12 ივნისს კალანდაძემ ბრალი აღიარა აშშ-ის სანაპირო დაცვის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, სასამართლომ უფრო მსუბუქი განაჩენი გამოიტანა. იმ შემთხვევაში, თუ პატიმრობის ვადის ათვლა დაკავების დღიდან — 7 იანვრიდან დაიწყება, კაპიტანი საპატიმროს, სავარაუდოდ, ოქტომბრის დასაწყისში დატოვებს. ოლქის პროკურორმა ჯინინ პირომ განაცხადა, რომ კალანდაძე მეთაურობდა გემს, რომელიც აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის ნავთობის უკანონო გადაზიდვების დასაფარად გამოიყენებოდა, ხოლო სანაპირო დაცვის მოთხოვნის მიუხედავად, მან გაქცევა სცადა. „ეს საქმე მოწმობს, რომ ის პირებიც აგებენ პასუხს, რომლებიც აშშ-ის სამართალდამცავებისგან თავის არიდებას ღია ზღვაში შეეცდებიან. ოკეანე ვერავის მოაქცევს ჩვენი წვდომის მიღმა“, — აღნიშნა პროკურორმა. აშშ-მა ტანკერ Bella 1-ს სანქციები ჯერ კიდევ 2024 წელს დაუწესა, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის” გემს, რომელსაც ირანიდან და ვენესუელიდან უკანონოდ გადაჰქონდა ნავთობი. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ თავის დროზე განაცხადა, რომ Marinera-ს რუსეთის დროშით ცურვის დროებითი ნებართვა ჰქონდა და დაკავება ღია ზღვაში თავისუფალი ნაოსნობის რეჟიმის დარღვევით მოხდა. თუმცა, აშშ-ის გენერალური პროკურორის, პემ ბონდისა და ამერიკული მართლმსაჯულების პოზიციით, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით მოქმედი „ჩრდილოვანი ფლოტის“ მართვა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დაქვემდებარებული დანაშაულია.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)