|
2026-08-11 20:39:05, 973 ნახვა
სამართალი
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია 2026-2030“-ის მიხედვით, მომდევნო წლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების გამოვლენა და პრევენცია განისაზღვრა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნასვამ მდგომარეობაში ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების წარმოშობის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული რისკფაქტორია. სტრატეგიით გათვალისწინებულია ავტომობილებში ალკოჰოლური ბლოკირების სპეციალური მოწყობილობების დანერგვის საკითხის შესწავლა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადება. რა არის ალკობლოკერი? ეს არის ავტომობილში დამონტაჟებული მოწყობილობა, რომელიც ძრავის ჩართვამდე მძღოლისგან ჰაერის დაბერვას მოითხოვს. თუ მოწყობილობამ ამოსუნთქულ ჰაერში ალკოჰოლის დასაშვებზე მეტი კონცენტრაცია დააფიქსირა, ავტომობილის ძრავი უბრალოდ არ დაიქოქება. საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ამგვარი სისტემების სავალდებულო წესით დამონტაჟება იგეგმება ისეთ მაღალი რისკის ჯგუფებზე, როგორებიცაა:
სტრატეგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლების გამოვლენის ეფექტიანობის ამაღლებას. დოკუმენტის თანახმად, იგეგმება:
ოფიციალური მონაცემებით, თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვით გამოწვეული ავარიები ხშირად ყველაზე მძიმე შედეგებით, ფატალობითა და სხეულის მძიმე დაზიანებებით სრულდება. სტრატეგიის ავტორები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ ჯარიმების გაზრდა საკმარისი არ არის და საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიური ბარიერების შექმნა, რათა პოტენციურ დამრღვევს ფიზიკურად შეეზღუდოს საჭესთან ჯდომის შესაძლებლობა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)