|
2026-08-10 19:17:17, 771 ნახვა
სამართალი
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის დაქირავებული და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთვის დაუსწრებლად შეფარდებული წინასწარი პატიმრობის ბრძანება ძალაში რჩება, იუწყება IPN. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ლელა კალიჩენკომ, დაუშვებელი მტკიცებულებების შესახებ მხარეთა შუამდგომლობების მოსმენის გარდა, განიხილა ყოფილი გენერალური პროკურორისთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობის ბრძანება და ძალაში დატოვა იგი. ეს იყო ბრალდების მხარის მოთხოვნა, ხოლო დაცვის მხარემ პატიმრობის მოხსნის შუამდგომლობა შეიტანა. სასამართლო სხდომა ხვალ, 15:00 საათზე განახლდება. შეგახსენებთ, რომ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის დაქირავებული და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ. მას ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დაქირავებული და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას. ეს დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. იმავე საქმეზე კიდევ ოთხი პირი იქნა გასამართლებული: გელა უძილაური, დავით და გიორგი მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე; ყველას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ძმებს, გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს, ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დაქირავებული და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებას. გიორგი ჯოხაძეს ასევე ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენას, შენახვას და გასაღებას. გელა უძილაური დამნაშავედ ცნეს ლევან ჯანგველაძის დაქირავებული და ანგარებით განზრახ მკვლელობისა და გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობისთვის.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)