21:19 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-10 18:40:15, 499 ნახვა

პოლიტიკა
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც აფხაზური პასპორტების აღიარებასა და აფხაზეთთან საზღვაო მიმოსვლის გახსნას ითვალისწინებს.

უწყების განცხადებით, “აფხაზური პასპორტებისა და აფხაზეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული სხვა დოკუმენტების აღიარების საკითხს აფხაზური მხარე წლების განმავლობაში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე აყენებს”.

„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფის ინიციატივის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც აფხაზური პასპორტების აღიარებასა და აფხაზეთთან საზღვაო მიმოსვლის გახსნას ითვალისწინებს.

ჩვენთვის ჩვენი სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტების აღიარება უმნიშვნელოვანესი ამოცანის ნაწილია – მივაღწიოთ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის უფრო ფართო საერთაშორისო აღიარებას და სხვა სახელმწიფოებთან სრულფასოვანი ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირების დამყარებას“, – აცხადებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება და საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებაზე მუშაობას აგრძელებენ.

„დღეს აქტიური და მუდმივი დიალოგი მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ძალების წარმომადგენლებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

5 აგვისტოს თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში (TBMM) რამდენიმე ოპოზიციური პარტიის დეპუტატებმა და აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდეს, გადახედოს აფხაზეთის მიმართ მოქმედი „იზოლაციის პოლიტიკას“. სოხუმში ამ ნაბიჯს უპრეცედენტო უწოდეს. პრესკონფერენციის ორგანიზატორი იყო კამპანია „Stop the Isolation of Abkhazia“ („დაასრულეთ აფხაზეთის იზოლაცია“), რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორის მონაწილეობით მიმდინარეობს. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics