21:19 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-10 12:58:55, 446 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია

რუსული და ირანული ფული, სანქციები, ტერორიზმთან დაკავშირებული ფინანსური სქემები, თაღლითური ქოლ-ცენტრები - ეს არის ივანიშვილის საქართველო, სადაც ადამიანებს მომავლის იმედი ეკარგებათ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველობითი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გლდანის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ივანიშვილთან დაკავშირებული ირანული კომპანია ტერორიზმთან კავშირის გამო აშშ-მ დაასანაქცირა, რაც საქართველოს რეპუტაციის პირდაპირი შელახვაა.

„ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია. დღეს უკვე იქამდე მივედით, რომ ივანიშვილთან დაკავშირებული, გლდანის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში რეგისტრირებული ირანული კომპანია აშშ-მა ტერორიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის გამო დაასანქცირა. ეს საქართველოს სახელისა და რეპუტაციის საკითხია, რომელიც ასე დაბლა არასდროს დასულა. კრიპტო-სფეროს 2023 წლიდან ეროვნული ბანკი არეგულირებს. ამიტომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და ეროვნულ ბანკში მის მიერ მოყვანილ ნათია თურნავას. ერთი მხრივ, გლდანში ივანიშვილისა და ბაჩიაშვილის კრიპტო-მაინინგმა მილიარდობით დოლარის შემოსავალი მოიტანა მათ, ამ ყველაფრის საფასურს კი ხალხი იხდის: გაძვირებული დენის ტარიფით და უკვე სამჯერ ჩაბნელებული საქართველოთი. ახლა კი იგივე თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც ასეთი ბიზნესი იყო რეგისტრირებული, ტერორიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებული ფინანსური საქმიანობის კონტექსტშიც აღმოჩნდა. აი, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის რეალური ფასი: ისინი მდიდრდებიან, საქართველო კი კარგავს რეპუტაციას. რუსული და ირანული ფული, სანქციები, ტერორიზმთან დაკავშირებული ფინანსური სქემები, თაღლითური ქოლ-ცენტრები - ეს არის ივანიშვილის საქართველო, სადაც ადამიანებს მომავლის იმედი ეკარგებათ. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი შვილების მომავლისა და საქართველოს ევროპული გზის განადგურება ერთი რუსი ოლიგარქის ჯიბის გასავსებად. ცხადია, ამაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის „ოცნებას“ და ნათია თურნავას ეკისრებათ. საქართველო მათი გამდიდრების ფასს იხდის და საკუთარ მომავალს კარგავს. ნათია თურნავა ამაზე აუცილებლად აგებს პასუხს, ამ რეჟიმის დირიჟორთან ერთად“, - განაცხადა ფარულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics