|
2026-08-09 18:44:50, 634 ნახვა
საზოგადოება
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე აცხადებს, რომ იმნაძის ბებიის მიერ გასაჯაროებული მიმოწერის შესახებ მისთვის დიდი ხანია ცნობილი იყო. მისი განმარტებით, აღნიშნული მიმოწერა ვითარებას არ ცვლის, ვინაიდან ნია იმნაძეს უშუალოდ მკვლელობას არავინ ედავებოდა, ბრალდება სწორედ დანაშაულის წაქეზებას ეხება. ეკა კუპატაძის შეფასებით, ის, რაც საქმის მასალებშია ასახული, წარმოუდგენელი და დაუჯერებელია. „ათმა არასრულწლოვანმა 4 დღეში დაგეგმა და ჩაიდინა მკვლელობა. თქვენზე მეტად მე მიკვირის. უფრო მეტად მიკვირს, რაც დევს საქმის მასალებში. მკვლელობისთანავე, როგორც კი ტაქსიში ჩაჯდა გაბაშვილი, დროის სიზუსტით გეუბნებით, მაშინვე წერს ანი ნასყიდაშვილს [შეტყობინებები] წაშალე. ტრაგედიამდე ალექსანდრე გაბაშვილი ChatGPT-ის აწვდის თავისი ელექტროშოკის ინფორმაციებს და ეუბნება გათიშავს თუ არა პიროვნებას, თან ეუბნება, დაივიწყე რაც გითხარი. ხალხო, ჩვენ საქმე გვაქვს ჩამოყალიბებულ კრიმინალებთან. მე რა, რომ იყვნენ 17 წლის ბიჭები? ფაქტია, თქვენ ნახეთ მათი ძალადობის კადრები, მათ დარტყმის ტექნიკებიც იციან“, - განაცხადა მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ ეკა კუპატაძემ, „TV პირველთან“.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)