|
2026-08-09 18:32:48, 566 ნახვა
სამართალი
2024 წელს მელიაზე თავდასხმისთვის 1 პირს, ასევე, მელიას გარემოცვის 2 წევრს ბრალი წარედგინა
პროკურატურის განცხადებით, 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ნიკა მელიაზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდება 1 პირს წარუდგინეს, მათივე ცნობით ბრალი წარედგინათ მელიას თანხმლებ ორ პირსაც, რომლებმაც, გამოძიების თანახმად, ინციდენტის შემდეგ "სულხან-საბა ნიკოლეიშვილზე იძალადეს". "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აგვისტოს, პოლიტიკური პარტია „ახალის“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის გახსნისას, სულხან-საბა ნიკოლეიშვილმა თავის არეში დაარტყა ნიკანორ მელიას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მომხდარის დროს, ნიკანორ მელიას თანმხლებმა პირებმა - გაბრიელ კობაიძემ და ცოტნე მირცხულავამ საპასუხოდ ფიზიკურად იძალადეს სულხან-საბა ნიკოლეიშვილის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება. სამართალდამცველებმა ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ანდა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 8 აგვისტოს სოციალურ ქსელში პოსტი გამოავქყნა კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა, ცოტნე მირცხულავამაც, სადაც წერდა, რომ პროკურატურა მისთვის ბრალის წარდგენას აპირებდა. "ის ამბავი ხომ გახსოვთ, ნიკა მელიას რომ თავს დაესხნენ სამტრედიაში? ხოდა, სწორედ იმ ამბავზე ხვალ პროკურატურა 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალს წამიყენებს. პირდაპირ ეთერში, კამერების წინ მოხდა ყველაფერი 2 წელია ამ საქმეზე არავინ დაუსჯიათ და ახლა თურმე პროკურატურამ ბრალი მე უნდა წარმიდგინოს. სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. მთავარია, ბოლომდე მივიდეთ და გავიმარჯვოთ. ამ ამბავსაც აუცილებლად ტკბილად გავიხსენებთ". - წერდა პარტია ახალის წევრი ცოტნე მირცხულავა. ცნობისთვის, 2024 წლის 11 აგვისტოს, სამტრედიაში კოალიცია ცვლილებისთვის ოფისის გახსნის შემდეგ პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია მედიის შეკითხვებს პასუხობდა, როდესაც მას ე.წ ტიტუშკა თავს დაესხა და ჩაარტყა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)