21:19 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-08 23:00:07, 994 ნახვა

პოლიტიკა
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი კომპანიას ადანაშაულებს საერთაშორისო ფულის გათეთრებისა და სანქციებისგან თავის არიდების სქემაში მონაწილეობაში, რომელიც ირანისა და IRGC-ის სასარგებლოდ იყო განხორციელებული.

აღნიშნულია, რომ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ირანის რეჟიმის უსაფრთხოების ძალებისთვის კრიპტოაქტივების ტრანზიტის მთავარ ცენტრს წარმოადგენდა. IRGC-ის მიერ კონტროლირებადმა კრიპტო მისამართებმა 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები გადარიცხეს Shelbit Exchange-ის ანგარიშებზე, ხოლო 2 მილიონ დოლარზე მეტი საპირისპირო მიმართულებით - Shelbit-დან IRGC-ის სუბიექტებში გადაირიცხა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics