21:19 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-08 17:19:22, 602 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი: ერთი არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი

 შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. 

„18 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში კიდევ ერთ ტრაგიკულ ფურცლად ჩაიწერა. ამ ომმა დაგვანახა ორი განსხვავებული სამყარო. ერთი - ეს არის ქართველი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გმირობა და თავდადება და მეორე - მარიონეტული რეჟიმის მოღალატეობრივი არსი. რეჟიმისა, რომელმაც მაშინ საქართველო ამ ომში შეიყვანა და შემდეგ, დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა ბრძოლის ველზე მიატოვა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც გმირი ჯარისკაცები მტერს ებრძოდნენ და ბრძოლის ველზე ეცემოდნენ, თავად ღლიცინით და ანგლობით იყვნენ დაკავებული.

„გახსოვთ 9 აგვისტოს გამართული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც სააკაშვილი, ბოკერია, მაშინდელი უშიშროების საბჭოს წევრები, მაშინ, როდესაც ჩვენი გმირი ჯარისკაცები მტერს ებრძოდნენ, როცა ბრძოლის ველზე ეცემოდნენ, როცა ჩვენი მოსახლეობა მიტოვებული იყო ბრძოლის ხაზს მიღმა, მათი ხორხოცი, ხითხითი და ასეთი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. ეს იყო ის სურათი, რაც მაშინ მთელმა საქართველომ დავინახეთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics