|
2026-08-07 12:23:30, 440 ნახვა
პოლიტიკა
გახარია საქართველოსთვის - ცინიკურია, რომ ოცნება ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. რუსოფობიის გამო სწუხან
„გახარია საქართველოსთვის“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ცინიკურია, რომ 2008 წლის ომის წლისთავზე, „ოცნების“ წარმომადგენლები ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ საკუთარ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. „რუსოფობიის“ გამო სწუხან. „18 წლის წინ რუსეთი ღიად შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. აგრესორისგან სამშობლოს დაცვისას ჩვენ მძიმე ფასი გადავიხადეთ და პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს. სამწუხაროდ, აგრესია დღესაც გრძელდება - საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული რჩება, ხოლო მოსკოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ანექსიის პროცესი დააჩქარა. ამ საგანგაშო მოვლენების ფონზე, „ოცნების“ ხელისუფლებამ, საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზების ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება არჩია, ხოლო მიმდინარე ანექსიის პროცესებს დანაშაულებრივი დუმილით პასუხობს. ცინიკურია, რომ 2008 წლის ომის წლისთავზე, „ოცნების“ წარმომადგენლები ოკუპაციასა და ოკუპაციის მსხვერპლ საკუთარ მოქალაქეებზე მეტად ე.წ. „რუსოფობიის“ გამო სწუხან. მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და დაგმოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ანექსიის პროცესები. დღეს ეს მხარდაჭერა მით უფრო მნიშვნელოვანია „ოცნების“ კოლაბორაციონისტული პოლიტიკის ფონზე. დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! , - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)